GoPetition - Latest petitions (Georgia)

დაუყოვნებლივ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა!
პანდემიისგან დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვები, ე.წ. ლოქდაუნის ის ფორმა, რომელიც დააწესა საქართველოს მთავრობამ არის არათანმიმდევრული, უკონტროლო და არაეფექტური!

იმ ფონზე როცა დედაქალაქში მოძრაობს მსუბუქი მანქანების აურაცხელი რაოდენობა, ყველა ვიწრო თუ ფართო ქუჩებზე დღის განმავლობაში არის საშინელი საცობი და პრაქტიკულად უკონტროლოა მოქალაქეთა მოძრაობა (კოვიდის გავრცელების ხელისშეშლის კონტექსტში) ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არის პირდაპირი დარტყმა ქვეყნის მოსახლეობის იმ უმრავლესობაზე, ვისაც არ ჰყავს ავტომობილი.

პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, ბევრად ეფექტურ ღონისძიებად მიგვაჩნია არა საზ. ტრანსპორტის გაჩერება, არამედ კერძო ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა!

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ღია წერილი, პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად
ღია წერილი  საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში  შექმნილი მძიმე მდგომაროებისა  და COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მსოფლიო კულტურის შექმნასა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ამასთან ერთად, გამწევ ძალას წარმოადგენს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ხელოვანებმა და კოლექტივებმა შექმნეს ახალი ქართული კულტურა, რომლებმაც არამხოლოდ განსაზღვრეს თანამედროვე, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს სახე, არამედ ქვეყანა 90-იანი წლების დეპრესიიდან გამოიყვანეს. მომდევნო ათწლეულებში სწორედ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმატების შედეგად ჩამოყალიბდა საქართველო რეგიონის კულტურულ ცენტრად და შესძინა მას გლობალური მნიშვნელობა.

საშემსრულებლო, ვიზუალური და ურბანული ხელოვნება, ქორეოგრაფია, მოდა და დიზაინი, კინემატოგრაფია, მუსიკალური, საფესტივალო და საკლუბო სცენა, ლიტერატურა, სარეკლამო სააგენტოები, ახალი ციფრული მედია და მულტიმედიური ხელოვნება - ეს ის სფეროებია, რომელმაც  საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი.  საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო და საზოგადოებრივ პროცესებს წლების განმავლობაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიასა და გავლენიან სახელოვნებო ინსტიტუციებში, გალერეებსა და შემოქმედებით აქტივისტურ კოლექტივებში. თანამედროვე ევროპის საზოგადოებრივი მოძრაობები შთაგონების წყაროდ ხშირად თბილისიდან წამოსულ ახალ, ხმამაღალ იმპულსებსა და განაცხადებს ასახელებენ. ჩვენი ინდუსტრიების მაღალმა რეპუტაციამ, რომელიც ათასობით დასაქმებული ადამიანის შრომის შედეგია, დიდი ბიძგი მისცა ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ კულტურულ, არამედ ეკონომიკურ განვითარებას, რაც საერთო კეთილდღეობის წინაპირობაა.

სამწუხაროდ, COVID 19-ის პანდემიამ და მისმა თანმდევმა კრიზისმა საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიები, განსაკუთრებით კი არაინსტიტუციონალური კულტურის წარმომადგენელი დამოუკიდებელი შემოქმედებითი - რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ორგანიზაციები, გაერთიანებები და არტისტები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა. საგანგებო მდგომარეობამ და საყოველთაო იზოლაციამ, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით არის განპირობებული, შეაჩერა გაერთიანებების საქმიანობა. შეჩერებულია სახელოვნებო, მუსიკალური და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და არტისტების მუშაობა, რამაც არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული, ინდუსტრიების მომავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და კულტურის სტრატეგია 2025-ის სტრატეგიულ მიმართულებას, თუმცა დღემდე არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე  შემოქმედებითი ინდუსტრიები,  არც მის სექტორებში დასაქმებული პირების მონაცემებია ხელმისაწვდომი, შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია  კორონავირუსის შედეგად რა ზარალი მიადგა მთლიან ინდუსტრიას ან მის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.

მიგვაჩნია და ვფიქრობთ ეჭვს არ იწვევს, რომ კრიზისის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია გვერდში დაუდგეს და გადაარჩინოს თანამედროვე კულტურული ეკოსისტემა, რომელიც წარმოდგენილია დამოუკიდებელი სახელოვნებო და რეკრეაციული სივრცეების, შემოქმედებითი კოლექტივების, არტისტული გაერთიანებების, ფესტივალების, კლუბების, მუსიკოსების, დიზაინერების, საგანმანათლებლო სივრცეების, დამოუკიდებელი არტისტებისა და ამ სფეროებში დასაქმებული თითოეული ადამიანის სახით. ჩვენის მხრივ, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კრიზისის დაძლევასა და საერთო მიზნის მიღწევაში.

გაგაცნობთ ჩვენს მიერ შემუშავებულ კრიზისის დაძლევის გეგმასა და მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიებისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის.

Criminal Justice Reform
Of all the stories that might be told about the prison system in this country — and they are legion — the tales that are rarely heard are those of the families of the imprisoned.

Millions of Americans are traumatized by the mass incarceration in this country. One frantic call from the local jail catapults an entire family on a frightening journey that no family would wish to travel. Their traumatic journey encounters endless frustration and infuriating madness from which there is no escape.

There is no worse feeling than that of being alone and helpless. This applies to the families of those who are incarcerated just as much as it does to those behind the walls. Our goal is to bridge the communication barrier that exists in and around the criminal "justice" system today and bring everyone in the prisoner support community closer together to effect change in policy, prisoner rights, sentencing and so much more.

Democracy NOW at the Folklore State Centre of Georgia საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
Clandestine and manipulative actions are currently being undertaken to put into place an unsuitable candidate as the Director of the Folklore State Centre of Georgia.

This is a result of yet another purge which threatens an emerging democracy. This petition calls for a clear, transparent and considered process to take place with consultation across a broad cultural community before any decisions are made.

The aim of the appointment ought to be to focus on the future of Georgian Folklore and how it is developed and represented on the world stage.

Taken from Rustavi 2 Broadcasting 26 Dec 2013

Staff rallies at Folklore State Center of Georgia

26.12.13 12:15.

The staff of the Folklore State Center of Georgia held a symbolic protest outside the office of the center today. They nailed the entrance door of the building with a banner today and presented their statement of five demands addressed to the Minister of Culture.

The staff of the center is objecting to the decision of the supervisory board of the center, which elected Giorgi Donadze as the director yesterday. They say both the staffing of the board and the election of the new director was carried out with violations and call on the ministry not to sign the decree on Donadze`s appointment.

The previous director of the center Giorgi Ushikishvili was dismissed from the position on the grounds of the violations revealed in the office by the state audit office. Giorgi Ushikishvili and the staff of the center assert that the processes are controlled by Anzor Erkomaishvili.

"იდენტობას” ინიციატივაზე თავშესაფრის დაარსებასთან დაკავშირებით
ადამიანის სათანადო საცხოვრისის უფლებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ვალდებულება საქართველოში ხშირად ირღვევა. სიღარიბის უკიდურესი ფორმის - უსახლკარობის მოგვარების   სახელმწიფო პოლიტიკა დღემდე არ არსებობს. ასეთი ადამიანები სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველობის სტატუსსაც კი ვერ იღებენ რადგან კანონი მათგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებას ითხოვს.  განვლილი წლების განმავლობაში მედიით რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია ზამთარში სიცივით გარდაცვლილ უსახლკარო ადამიანების შესახებ.  უსახლკარო ადამიანთა მიმართ სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ “იდენტობა”  თავშესაფრის შექმნა იმ მიზნითაც განიზრახა, რომ გამოცდილება დაეგროვებინა და მომავალში ის ხელისუფლებისთვის გაეზიარებინა. თავშესაფარი ასეთ ადამიანებს საცხოვრებელს, კვებას, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, იურიდიულ დახმარებას და დასაქმებას შესთავაზებდა.

სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეებმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, მას დაუპირისპირდნენ და არაკომპეტენტური განცხადებებიც გააკეთეს. რადგან მსგავს შეზღუდვას ქართული და საერთაშორისო სამართალი არ იცნობს, სიმართლეს არ შეეფერება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადება თითქოს თავშესაფრის გახსნის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს ჰქონდეს (“ქრონიკა” 12.11; 20:35 წთ).

My repression - your Regress!
Georgia remains the only country in the region where drug use is considered as a criminal offence instead of a public health problem. Existing drug policy is oriented on punishment of people who use drugs (PUD) rather than their support and social reintegration.

For the past decades  punitive approaches towards PUDs deteriorated their health conditions, caused severe socio-economic harms to their families and caused their isolation, further aggravating overall situation.

პროტესტი ვაკის პარკში მიმდინარე რეკონსტრუქციას
თბილისის მერიის დაკვეთით და ვაკის გამგეობის ზედამხედველობით, ვაკის პარკში ხორციელდება პარკის რეკონსტრუქცია/განახლება. რეკონსტრუქციის ფარგლებში დაგეგმილია ვაკის პარკის ვიზუალური მოწყობის სახეცვლა, კერძოდ, ცენტრალურ ხაზზე არსებული საფარის ნაცვლად დეკორატიული ფილების დაგება და შადრევნების ცენტრალურ ნაწილში მეტალის ხეების ჩამონტაჟება, ანუ არსებული ნაგებობების - შადრევნების და მემორიალის ანსაბლის ელემენტების დემონტაჟი.

გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა და გამოცხადდეს კონკურსი მხატვრის სახლის ადგილას!
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას შპს ,,მაგთი''–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეითანხმა მრავალფუმქციური ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გასცა ნულოვანი ციკლის მშენებლობის ნებართვა.

რუსთაველის პროსპექტი თბილისის ისტორიული, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების არტერიას წარმოადგენს. მას ასევე ცენტრალური ადგილი უჭირავს ქალაქის ისტორიული ბირთვის არქიტექტურული იერსახის განსაზღვრაში. ჩვენ მას განვიხილავთ როგორც უდიდესი ღირებულების მქონე ერთიან ურბანულ კომპლექსს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს უნდა ატარებდეს და შესაბამისად სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული. ამდენად რუსთაველის პროსპექტზე დაგეგმილი ნებისმიერი ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული პროექტი თითოეული თბილისელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მოქალაქეთა მომეტებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქალაქისათვის ესოდენ მნიშვნელოვან ადგილას განხორციელებული ნებისმიერი ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული ჩარევა უნდა ხდებოდეს თბილისელების და პროფესიონალთა ფართე წრის ჩართულობით და მათი აზრის გათვალისწინებით.

ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას მშენებარე, სხვადასხვა ფუნქციის მქონე სამი შენობისგან შემდგარი კომპლექსი მთლიანად ავსებს მოცემულ ტერიტორიას (დაახლოებით 5000 მ2.), არ ითვალისწინებს ისტორიულად ჩამოყალიბებული ქალაქგემარებითი სტრუქტურის ხასიათს და ფართის მაქსიმალურ ათვისებაზეა ორიენტირებული.

მრავალფუნქციური ცენტრის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შენობის მხატვრული იერსახე, ერთი მხრივ ითვალისწინებს „დღევანდელი ეპოქის მხატვრულ - არქიტექტურულ სახეს“, მეორე მხრივ კი - ისტორიული განაშენიანების ზოგად არქიტექტურულ კონტექსტს. tas.ge-ზე გამოქვეყნებული შენობის ვიზუალიზაცია (http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=352282) კი სრულიად საპირისპიროს დასტურია. ის სხვა არაფერია თუ არა ისტორიის გაყალბების მცდელობა და მდარე ხარისხის სტილიზაცია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს, არც თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებთან, არც ისტორიულ კონტექსტთან. ამდენად, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ სრულიად სამართლიანად იქნა დაწუნებული წარმოდგენილი შენობის იერ-სახე. მაგრამ  შენობის გეგმარებითი, სივრცით-მოცულობითი სტრუქტურა და მხატვრული იერსახე ერთ მთლიანობას წარმოადგენს და ამ ასპექტების ცალ-ცალკე განხილვა დაუშვებელია. ასეთი მიდგომა გამორიცხავს ქალაქის ისტორიულ ქსოვილში ფაქიზი ჩარევის შესაძლებლობას და განწირულია წარუმატებელი შედეგისათვის.

სოლიდარობა ბეჟან ჯავახიას
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან გაუშვეს ჩვენი ლექტორი ბ-ნ ბეჟან ჯავახია. ბ-ნი ბეჟანი არის მედიევისტი და უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე. ის ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, რომელიც აღიარებულია ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტების მიერ, სადაც ის კითხულობდა ლექციებს მიწვევით. სწორედ ამ ადამიანს უშვებენ მოტივით, რომ სტუდენტები გაურბიან ლექციიდან, რაც მტკნარი სიცრუეა. უფრო მეტიც, თუ გადავხედავთ სასწავლო პროცესსა და სტუდენტების დასწრების თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს მივხვდებით, რომ სტუდენტები კი არ გარბიან პირიქით, ინტერესით ისმენენ ბ-ნი ბეჟანის ლექციებს.

ვფიქრობთ, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭო გაგებით მოეკიდება ჩვენს მიმართვას და დააბრუნებს ბატონ ბეჟანს უნივერსიტეტში.

სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილე მხარეთა და ჯგუფთა მემორანდუმი
საინიციატივო ჯგუფი ”უკეთესი აკადემიისთვის” აქვეყნებს მემორანდუმს და იმედს იტოვებს, რომ მას გაიზიარებს სამხატვრო აკადემიის პრობლემების გადაჭრით დაინტერესებული ყველა მხარე.

გთხოვთ გაეცნოთ და თუ ეთანხმებით ხელი მოაწეროთ.