GoPetition - Popular petitions (Georgia)

Stop abuses by the government of Georgia
The Government of President Saakashvili has revealed its authoritarian nature, ordering SWAT teams to violently curb peaceful protest in streets of Tbilisi.

On November 7, 2007 at approximately 5 am Georgian SWAT teams violently dispelled a peaceful manifestation outside the building of Parliament in Tbilisi. Police used teargas, water, rubber bullets and blunt force clubs against peaceful demonstrations.

Opposition leaders who were engaged in a hunger strike and lying on the street were severely beaten. Koba Davitashvili of People’s Party and singer George Gachechiladze are in hospitals in critical conditions. Others face the risk of prosecution on the charges of treason.

Around 5 p.m., riot police again attacked opposition demonstrators who had gathered some kilometers away from the Parliament.

508 people had sought emergency assistance due to injuries and gas poisoning. Some of them are in critical condition. Georgia’s ombudsman, Sozar Subari, was also attacked by riot police with rubber truncheons. Riot police later raided the private television station, Imedi TV and forced it and the Kavkasia television station to stop broadcasting. Later in the evening, the government declared the state of emergency and suspended a number of legal rights. Electronic and print media was prohibited to cover news stories.

For the moment, members of the Parliamentary Majority and the President have made statements, threatening to arrest those that speak against the clampdown.

The protest rally started on November 2, 2007, when tens of thousands of protestors, led by the 10-party opposition coalition, gathered outside the parliament on Tbilisi’s main street. The protest organizers had informed the government of their intention to gather at the parliament building, as required under Georgian law.

Several thousand protestors continued to demonstrate peacefully for five days outside the parliament. They demanded timely parliamentary elections and reform of the election management body and voting system.

Save Digomi Forest Park
http://www.digomiforest.safespace-tbilisi.com/

ვისაც გსურთ მხარი დაუჭიროთ პეტიციას და გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი, არ დაალაიქოთ, გახსენით ველი-SING The petition, შეავსეთ მონაცემები და მხოლოდ  ამით დაფიქსირდება პეტიციაზე თქვენი ხელმოწერა. შემოგვიერთდით!

გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი

პეტიცია

თბილისში გამწვანების ზოლების, ბაღების, პარკებისა და სკვერების რაოდენობა ბოლო წლებში კატასტროფულად შემცირდა.

2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარები სგენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეიცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელსაც დიდი ისტორი ააქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა.

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ღია წერილი, პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად
ღია წერილი  საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში  შექმნილი მძიმე მდგომაროებისა  და COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მსოფლიო კულტურის შექმნასა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ამასთან ერთად, გამწევ ძალას წარმოადგენს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ხელოვანებმა და კოლექტივებმა შექმნეს ახალი ქართული კულტურა, რომლებმაც არამხოლოდ განსაზღვრეს თანამედროვე, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს სახე, არამედ ქვეყანა 90-იანი წლების დეპრესიიდან გამოიყვანეს. მომდევნო ათწლეულებში სწორედ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმატების შედეგად ჩამოყალიბდა საქართველო რეგიონის კულტურულ ცენტრად და შესძინა მას გლობალური მნიშვნელობა.

საშემსრულებლო, ვიზუალური და ურბანული ხელოვნება, ქორეოგრაფია, მოდა და დიზაინი, კინემატოგრაფია, მუსიკალური, საფესტივალო და საკლუბო სცენა, ლიტერატურა, სარეკლამო სააგენტოები, ახალი ციფრული მედია და მულტიმედიური ხელოვნება - ეს ის სფეროებია, რომელმაც  საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი.  საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო და საზოგადოებრივ პროცესებს წლების განმავლობაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიასა და გავლენიან სახელოვნებო ინსტიტუციებში, გალერეებსა და შემოქმედებით აქტივისტურ კოლექტივებში. თანამედროვე ევროპის საზოგადოებრივი მოძრაობები შთაგონების წყაროდ ხშირად თბილისიდან წამოსულ ახალ, ხმამაღალ იმპულსებსა და განაცხადებს ასახელებენ. ჩვენი ინდუსტრიების მაღალმა რეპუტაციამ, რომელიც ათასობით დასაქმებული ადამიანის შრომის შედეგია, დიდი ბიძგი მისცა ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ კულტურულ, არამედ ეკონომიკურ განვითარებას, რაც საერთო კეთილდღეობის წინაპირობაა.

სამწუხაროდ, COVID 19-ის პანდემიამ და მისმა თანმდევმა კრიზისმა საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიები, განსაკუთრებით კი არაინსტიტუციონალური კულტურის წარმომადგენელი დამოუკიდებელი შემოქმედებითი - რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ორგანიზაციები, გაერთიანებები და არტისტები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა. საგანგებო მდგომარეობამ და საყოველთაო იზოლაციამ, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით არის განპირობებული, შეაჩერა გაერთიანებების საქმიანობა. შეჩერებულია სახელოვნებო, მუსიკალური და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და არტისტების მუშაობა, რამაც არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული, ინდუსტრიების მომავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და კულტურის სტრატეგია 2025-ის სტრატეგიულ მიმართულებას, თუმცა დღემდე არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე  შემოქმედებითი ინდუსტრიები,  არც მის სექტორებში დასაქმებული პირების მონაცემებია ხელმისაწვდომი, შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია  კორონავირუსის შედეგად რა ზარალი მიადგა მთლიან ინდუსტრიას ან მის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.

მიგვაჩნია და ვფიქრობთ ეჭვს არ იწვევს, რომ კრიზისის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია გვერდში დაუდგეს და გადაარჩინოს თანამედროვე კულტურული ეკოსისტემა, რომელიც წარმოდგენილია დამოუკიდებელი სახელოვნებო და რეკრეაციული სივრცეების, შემოქმედებითი კოლექტივების, არტისტული გაერთიანებების, ფესტივალების, კლუბების, მუსიკოსების, დიზაინერების, საგანმანათლებლო სივრცეების, დამოუკიდებელი არტისტებისა და ამ სფეროებში დასაქმებული თითოეული ადამიანის სახით. ჩვენის მხრივ, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კრიზისის დაძლევასა და საერთო მიზნის მიღწევაში.

გაგაცნობთ ჩვენს მიერ შემუშავებულ კრიზისის დაძლევის გეგმასა და მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიებისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის.

Georgian citizenships to Bidzina Ivanishvili and his wife Ekaterine Khvedelidze
We protest the clear violation of the law when revoking Georgian businessman Bidzina Ivanishvili’s Georgian citizenship.

Bidzina Ivanishvili acquired Georgian citizenship through naturalization procedures in 2004. He informed the society about his decision to set up a a political party and stated on October 7, 2011 that he intends to give up French and Russian citizenships and is ready to surrender his passports of foreign states according to corresponding procedures.

We think that the government of Georgia aims to prevent Bidzina Ivanishvili from establishing a political party and participate in the upcoming parliamentary elections in 2012. It is not coincidence that Georgian citizenships were stripped of Ivanishvili and his wife after the businessman announced his intention to set up a political party.

It is particularly important to note that Ekaterine Khvedelidze, the businessman’s wife, had been citizen of France and Russia before the President of Georgia granted Georgian citizenship to her.

Thus, it was completely unclear and legally unjustified that Khvedelidze’s citizenship was stripped of now. Unlike her husband, her citizenship was revoked two days later and it means the government continues to punish-intimidate male politicians by punishing their wives.

STOP demolishing of the historical building in Tbilisi
It’s been several weeks that in the center of Tbilisi, in Freedom Square, in the corner of Tabidze and Leonidze Streets (2, Leonidze Street) a historically, architecturally and generally important building is being dismantled.

The permission to pull down the building was issued by the Urban Planning Agency at the Municipality of Tbilisi and the Reconstruction Council, composed of the representatives of the Ministry of Culture, chaired by Mr. Mamuka Akhvlediani, the Vice-Mayor of Tbilisi.

The financier of construction is Bank Republic/Societe Generale and its owner Lasha Papashvili (building owner: Business Center in the Liberty Square – 2, Leonidze Street, Ltd; purpose: multifunctional office building; permission issued by: Urban Service Agency of the Tbilisi Municipality; Permission No 6606-1-16.05.08; term – 2008-2010; project organization: Lebo, Ltd. (Levan Bokeria), construction company – Arkstudia).

The house was built in 1830. Initially this was a two-storey building; at the end of XIX century it was altered and the third floor was added to it; final alteration to this building was made in the beginning of the XX century – in 1903.

It had the status of a building with signs of monument, which involves protection mechanisms identical to those of buildings with the status of monument. By the Decree of the 1st of October 2007 of the Minister of Culture Giorgi Gabashvili, the building located at 2, Leonidze Street was not included into the new list of buildings with the status of monument. By the same decree many other buildings of cultural value were deprived of the above status (e.g., so called “imeli”, “zaria-vostoka” and other buildings).

The info board, pasted to the building at 2, Leonidze Street provides with information on construction works, containing several inaccuracies:

•	Computer image of the new building, which clearly shows rude manipulation to hide the actual scale of the new building – after adding two stories, the height of the building remains unchanged.

•	The mentioned permission (No6606-1; 16/05/2008) was issued for demolishing the existing building and not for constructng a new one.

According to the initial project, the historical building, meant for destruction, was supposed be replaced by a 7-storey  business center. After the protest expressed by the society, the investor offered to construct only a four-storied one as a compromise.

On 21.02.2008 Mr. Papashvili applied the Recommendation Council with a request of dismantling of the building, but his request was rejected. The repeated request of the investor was considered by the Council on 13.03.2008 and this timethe permission was granted. The permission was issued on 16.05.2008.

However, neither the investor and not the members of the Recommendation Council themselves do not or can not understand, that in this case the issue of principal importance is to retain the historical building.

We believe, that a qualified transparent expert study would show, that the building could be rehabilitated, which means that it would not be necessary to dismantle it. Particularly when we have such positive examples in the capital: rehabilitation of the buildings of the General Office of the TBC-Bank (Marjanishvili Street), the Head Office of the Bank of Georgia (Freedom Square) and the former Caravansary in Leselidze Street.

გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა და გამოცხადდეს კონკურსი მხატვრის სახლის ადგილას!
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას შპს ,,მაგთი''–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეითანხმა მრავალფუმქციური ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გასცა ნულოვანი ციკლის მშენებლობის ნებართვა.

რუსთაველის პროსპექტი თბილისის ისტორიული, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების არტერიას წარმოადგენს. მას ასევე ცენტრალური ადგილი უჭირავს ქალაქის ისტორიული ბირთვის არქიტექტურული იერსახის განსაზღვრაში. ჩვენ მას განვიხილავთ როგორც უდიდესი ღირებულების მქონე ერთიან ურბანულ კომპლექსს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს უნდა ატარებდეს და შესაბამისად სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული. ამდენად რუსთაველის პროსპექტზე დაგეგმილი ნებისმიერი ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული პროექტი თითოეული თბილისელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მოქალაქეთა მომეტებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქალაქისათვის ესოდენ მნიშვნელოვან ადგილას განხორციელებული ნებისმიერი ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული ჩარევა უნდა ხდებოდეს თბილისელების და პროფესიონალთა ფართე წრის ჩართულობით და მათი აზრის გათვალისწინებით.

ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას მშენებარე, სხვადასხვა ფუნქციის მქონე სამი შენობისგან შემდგარი კომპლექსი მთლიანად ავსებს მოცემულ ტერიტორიას (დაახლოებით 5000 მ2.), არ ითვალისწინებს ისტორიულად ჩამოყალიბებული ქალაქგემარებითი სტრუქტურის ხასიათს და ფართის მაქსიმალურ ათვისებაზეა ორიენტირებული.

მრავალფუნქციური ცენტრის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შენობის მხატვრული იერსახე, ერთი მხრივ ითვალისწინებს „დღევანდელი ეპოქის მხატვრულ - არქიტექტურულ სახეს“, მეორე მხრივ კი - ისტორიული განაშენიანების ზოგად არქიტექტურულ კონტექსტს. tas.ge-ზე გამოქვეყნებული შენობის ვიზუალიზაცია (http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=352282) კი სრულიად საპირისპიროს დასტურია. ის სხვა არაფერია თუ არა ისტორიის გაყალბების მცდელობა და მდარე ხარისხის სტილიზაცია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს, არც თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებთან, არც ისტორიულ კონტექსტთან. ამდენად, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ სრულიად სამართლიანად იქნა დაწუნებული წარმოდგენილი შენობის იერ-სახე. მაგრამ  შენობის გეგმარებითი, სივრცით-მოცულობითი სტრუქტურა და მხატვრული იერსახე ერთ მთლიანობას წარმოადგენს და ამ ასპექტების ცალ-ცალკე განხილვა დაუშვებელია. ასეთი მიდგომა გამორიცხავს ქალაქის ისტორიულ ქსოვილში ფაქიზი ჩარევის შესაძლებლობას და განწირულია წარუმატებელი შედეგისათვის.

LET ALL GEORGIAN CITIZENS ABROAD EXERCISE THEIR CONSTITUTIONAL RIGHT TO VOTE FOR THE PARLIAMENTARY ELECTIONS IN GEORGIA!
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იმ შემთხვევაში, თუ ვერ შესძლებენ  საკონსულო აღრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას.  საგარეო საქმეთა მინისტრის  ბრძანების #151 (06.07.2012) და ბრძანების #158 (11.07 2012) მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან წარუდგინონ საკონსულოს საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტები და ამასთანავე ვალდებულები არიან  მიუთითონ უცხო ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი. საკონსულო აღრიცხვაზე დასაყენებლად, მსოფლიოს აბსოლიტური უმრავლესობის ქვეყნების კანონმდებლობების მიხედვით, საკმარისია მხოლოდ მომქმედი პასპორტის  წარდგენა. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც არ გაიარა საკონსულო აღრიცხვა 2 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება, ერთმევა საქართველოს მოქალაქეობა.  ამასთანავე, მიღებული პრაქტიკით, საზღვარგარეთ საარჩევნო ოლქები იხსნება მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს საკონსულოები ფუნქციონირებენ.

Executive orders   151 and 158, which were passed by the Ministry of Foreign Affairs of Georgia on July 6, 2012 and July 11, 2012, require citizens of Georgia who reside outside of their home country to provide information about their legal status and proof of residency abroad. Without registering at a consulate, citizens will be unable to cast an external vote in the parliamentary and presidential elections of Georgia. The previous requirement for registration were in line with the common practices in other parts of the world, but the requirement set by the newly-passed orders, enacted less than 3 months before the elections,  is unconstitutional  insofar as it impedes the fundamental right of Georgian citizens to vote.  Due to the economic hardship in Georgia, one third of Georgia’s citizenry resides abroad, and most of them cannot meet the new requirements set by the above-mentioned orders. The correction made by the Ministry of Foreign affairs as of July 26, 2012, which states that a copy of an ID card issued by the foreign country , bank statement or any other proof of residency can serve as proof of residency, does not change the essence of the above-mentioned amendments.

In most countries, regardless of a citizen’s   legal status in a foreign country,   mere presentation of the valid passport is sufficient to be registered   at the consular offices. Furthermore, the Georgian citizens abroad lose their citizenship if they failed to register with Georgian Consulate within 2 years after they left their homeland.

ღია წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ღია წერილი დაიწერა 2012 წლის 29 აპრილის  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებასთან  დაკავშირებით, რომელშიც პატრიარქი მიმართავს ქალებს და ოჯახში მათ როლსა და  ფუნქციაზე საუბრობს.

სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობა
სახალხო დამცველის მოხსენებებში არაერთხელ აღინიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კვლავაც არ კეთდება ჯეროვანი რეაგირება ქვეყანაში განხორციელებულ შეუწყნარებლობის ფაქტებზე. კერძოდ, სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ შემთხვევათა უმეტესობაში გამოძიება ერიდება რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივაციით ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნორმის გამოყენებას და ამჯობინებს, საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრას.

ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის დანაშაულებზე სრულყოფილი და ადეკვატური გამოძიების ჩატარების ნების ნაკლებობა გახდა იმის ერთ–ერთი მიზეზი, რამაც მიგვიყვანა  არსებულ მდგომარეობამდე. მიგვაჩნია, რომ მსგავს ტენდენციას უარყოფითი გალენა აქვს ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებასა და აგრეთვე, მის ევროინტეგრაციაზე.

ასევე, დაუშვებლად მიგვაჩნია საპატრიარქოს მითითებითა და ზეწოლით რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, ცენზურის დაწესება და გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვა.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობისა და გავლენის სფეროები მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული, შესაბამისად, ვითხოვთ ადეკვატური პოლიტიკის გატარებას, რომელიც  კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვას დაეფუძნება.

არა- ძალადობას
ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ამოძრავებს სურვილი:

შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ისე, რომ ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა, სადაც უპირველესი ფასეულობა იქნება ადამიანის ღირსება;

შევქმნათ საქართველოსათვის ისეთი მომავალი, სადაც მიუღებელი იქნება პიროვნული, საზოგადოებრივი თუ სტრუქტურული ძალადობა;

თავიდან ავიცილოთ ძალადობა, რომელიც შეიძლება მოყვეს დღევანდელი პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას;

მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციის თითოეულ ლიდერს, ისევე როგორც მთავრობასა და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს