- Target:
- საქართველოს მთავრობა
- Region:
- Georgia
- Website:
- Www.facebook.com
პანდემიისგან დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვები, ე.წ. ლოქდაუნის ის ფორმა, რომელიც დააწესა საქართველოს მთავრობამ არის არათანმიმდევრული, უკონტროლო და არაეფექტური!
იმ ფონზე როცა დედაქალაქში მოძრაობს მსუბუქი მანქანების აურაცხელი რაოდენობა, ყველა ვიწრო თუ ფართო ქუჩებზე დღის განმავლობაში არის საშინელი საცობი და პრაქტიკულად უკონტროლოა მოქალაქეთა მოძრაობა (კოვიდის გავრცელების ხელისშეშლის კონტექსტში) ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არის პირდაპირი დარტყმა ქვეყნის მოსახლეობის იმ უმრავლესობაზე, ვისაც არ ჰყავს ავტომობილი.
პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, ბევრად ეფექტურ ღონისძიებად მიგვაჩნია არა საზ. ტრანსპორტის გაჩერება, არამედ კერძო ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა!
მოვითხოვთ,
დაუყოვნებლივ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა!
განხორციელდეს საზ. ტრანსპორტში მოქალაქეთა მიერ კოვიდ 19-ის რეგულაციების დაცვის მკაცრი მონიტორინგი!
დაემატოს სატრანსპორტო საშუალებები, რაც შეამსუბუქებს მოქალაქეთა გადაადგილების პრობლემებს!
You can further help this campaign by sponsoring it
The დაუყოვნებლივ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა! petition to საქართველოს მთავრობა was written by David Mirotadze and is in the category Roads & Transport at GoPetition.