#City & Town Planning
Target:
Tbilisi City Hall
Region:
Georgia

თბილისის მერიის დაკვეთით და ვაკის გამგეობის ზედამხედველობით, ვაკის პარკში ხორციელდება პარკის რეკონსტრუქცია/განახლება. რეკონსტრუქციის ფარგლებში დაგეგმილია ვაკის პარკის ვიზუალური მოწყობის სახეცვლა, კერძოდ, ცენტრალურ ხაზზე არსებული საფარის ნაცვლად დეკორატიული ფილების დაგება და შადრევნების ცენტრალურ ნაწილში მეტალის ხეების ჩამონტაჟება, ანუ არსებული ნაგებობების - შადრევნების და მემორიალის ანსაბლის ელემენტების დემონტაჟი.

ვაკის პარკი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და აქედან გამომდინარე, მისი რეკონსტრუქციისთვის საჭიროა მთელი რიგი პროცედურების დაცვა, გარემოს შესწავლა, ნებართვები სხვადასხვა სტრუქტურებიდან და კომპეტენტური სამსახურის ზედამხედველობა. ეს პროცედურები ვაკის პარკის შემთხვევაში არ არის დაცული და შესაბამისად, სამუშაოები ხორციელდება დარღვევებით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ამ გარემოს აუთენტურობასა და კულტურული ღირებულების შენარჩუნებას.

ქალაქის მთავრობამ, როგორც აღმასრულეელმა, ასევე საკანონმდებლომ, დაუშვეს უხეში შეცდომები ქალაქის გამწვანებული ტერიტორიების ადმინისტრირებაში. ამ არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია დიდი თუ მცირე სხვადასხვა ფუნქციის გამწვანებული სივრცეების განადგურება. ეს ბოლო პრეცედენტი არ უტოვებს საზოგადოებას არჩევანს და აიძულებს დაუპირისპირდეს ქალაქის ოფიციალურ სამსახურებს, რაც ჩვენ ქალაქს ეფექტური და დემოკრატუილი თვითმართველობის სისტემის ჩამოყალიბების პერსპექტივას უკარგავს.

ჩვენ, თბილისის მოქალაქეები, მოვითხოვთ:

1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს ვაკის პარკში ზემოთ აღნიშნული გეგმარებითი და ვიზუალური კორექტივების შეტანა

2. შესაბამისმა სამსახურებმა (კულტურის სამინისტროს ზედამხედველობით) განახორციელონ პროექტის კოორდინაცია და მონიტორინგი, კანონით გათვალისწინებული ნორმების და პროცედურების დაცვით

3. მოქალაქეებთან თანამშრომლობით, ერთობლივი შეთანხმებით დაკომპლექტდეს ურბანისტების, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და დარგის სხვა სპეციალისტების პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროცესს, რაც უზრუნველყოფს თბილისის მოქალაქეებისთვის ამ მნიშვნელოვანი კულტურული და რეკრეაციული ზონის სათანადოდ შენარჩუნებას

4. დოკუმენტში პროექტირების და მშენებლობის შესახებ, რომლითაც ხელმძღვანელობს მერია, ამოღებულია პუნქტები კონკურსების ჩატარების, განხილვების მოწყობისა და სპეციალისტების დასკვნების შესახებ. მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით მოვითხოვთ დაუბრუნდეს ზემოაღნიშნული პუნქტი ამ დოკუმენტს.

იმედს ვიტოვებთ, რეაგირების გარეშე არ დატოვებთ ხელმომწერთა მოწოდებას.

GoPetition respects your privacy.

The პროტესტი ვაკის პარკში მიმდინარე რეკონსტრუქციას petition to Tbilisi City Hall was written by Vake Park Support and is in the category City & Town Planning at GoPetition.

Petition Tags

reconstruction park