#Human Rights
Target:
Mikhail Saakashvili and Opposition Leaders
Region:
Georgia

ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ამოძრავებს სურვილი:

შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ისე, რომ ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა, სადაც უპირველესი ფასეულობა იქნება ადამიანის ღირსება;

შევქმნათ საქართველოსათვის ისეთი მომავალი, სადაც მიუღებელი იქნება პიროვნული, საზოგადოებრივი თუ სტრუქტურული ძალადობა;

თავიდან ავიცილოთ ძალადობა, რომელიც შეიძლება მოყვეს დღევანდელი პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას;

მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციის თითოეულ ლიდერს, ისევე როგორც მთავრობასა და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს

ორივე მხარემ:

- აღიაროს ძალადობა, როგორც პოლიტიკური ბრძოლისათვის მიუღებელი იარაღი. ასევე დაგმოს და შეწყვიტოს იმ საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს, ნერგავს, აღვივებს ძალადობას ანდა მოუწოდებს მისკენ;

- პასუხისმგებლობა აიღოს პოლიციის თანამშრომლებისა თუ ოპოზიციის მომხრეების მიერ ჩადენილ ძალადობაზე და აღკვეთოს მისი განმეორება; დემონსტრანტებმა გამოიყენონ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდები და პოლიციამ ხელი აიღოს ძალის უკანონო გამოყენებაზე;

- დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონს;

ამასთანავე, მივმართავთ ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს პატრიარქს მისი ავტორიტეტის გამო, იშუამდგომლონ ორივე მხარესთან, რათა ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით მოხდეს მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებებზე დროული შეთანხმება.

GoPetition respects your privacy.

The არა- ძალადობას petition to Mikhail Saakashvili and Opposition Leaders was written by Anna Dolidze and is in the category Human Rights at GoPetition.