- Target:
- everyone
- Region:
- Georgia
- Website:
- www.identoba.ge
2012 წლის 3-6 ივლისს უკრაინის პარლამენტში დაგეგმილია #8711 კანონპროექტის განხილვა „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში (ბავშვთა უსაფრთხო საინფორმაციო სივრცის უფლების დასაცავად) ცვლილებების შეტანის შესახებ.” გარდა ამისა, მზადდება #10290 კანონპროექტი „ჰომოსექსუალობის პროპაგანდისათვის კრიმინალური და ადმინისტრაციული სასჯელის შემოსაღებად”.
აღნიშნული კანონპროექტების მიღების შემთხვევაში „ჰომოსექსუალობის პროპაგანდისათვის“ დაწესდება მკაცრი ჯარიმები და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
კანონპროექტები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალს. კერძოდ, “ჰომოსექსუალობის პროპაგანდის” აკრძალვა სინამდვილეში გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას გულისხმობს. გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობს უფლება, თავის მხრივ, აღიარებულია სახელმწიფოთათვის მბოჭავი ძალის მქონე მრავალი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტითა და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით.
სამწუხაროდ, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ტენდენციად იქცა. რუსეთის ფედერაციისა და მოლდოვის რამდენიმე ქალაქში “ჰომოსექსუალობის პროპაგანდა” აიკრძალა. ლგბტ ადამიანების უფლებადამრღვევი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება ლიტვაშიც.
მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის სურვილი რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტშიც გამოითქვა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის აზრით, საქართველოში ლგბტ ჯგუფს „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის” საშუალება არ უნდა მიეცეთ და გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. საბედნიეროდ, აღნიშნულ პოზიციას საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა არ მოჰყოლია.
გთხოვთ, სოლიდარობის მიზნით, ხელმოწერით დააფიქსიროთ, რომ ეწინააღმდეგებით ჰომოფობიური კანონის მიღებას უკრაინაში.
----------------------------------------------------------------------
On July 3th-6th, 2012, The Verkhovna Rada of Ukraine scheduled a hearing of the #8711 bill “On Amending Some Legislative Acts (Concerning Children’s Right to Safe Informational Space)”. Similar bill #10290, suggesting both administrative and criminal liability for so the called “homosexual propaganda” is also pending before the legislators there.
If adopted, the laws will introduce steep fines or imprisonment up to five years for “homosexual propaganda”.
We consider the bill to be in violation of the International Human Rights Law. Prohibition of “homosexual propaganda” includes restriction of the right of expression of LGBT (lesbian, gay, bisexual, transgender) people, and infringes the right to information of the larger society. The right of expression and the right to information are recognized by binding international documents, such as International Covenant on Civil and Political Rights and the European Convention on Human Rights.
Adoption of the similar legal amendments have become a trend in the former soviet countries. “Propaganda of homosexuality” has been banned by the several cities of the Russian Federation and Moldova. Initiation of the bill against the rights of LGBT people has also been proposed in Lithuania.
Few weeks ago similar legal amendments were discussed in the Parliament of Georgia. According to the Christian-Democratic Movement, “propaganda of homosexuality” should be banned in Georgia and some restrictions should be imposed on LGBT persons. Fortunately, the position of the Christian-Democratic movement was not shared by the majority of the Members of the Georgian Parliament.
By signing this petition, you will show your protest against the homophobic bills of Ukraine.
გთხოვთ, სოლიდარობის მიზნით, ხელმოწერით დააფიქსიროთ, რომ ეწინააღმდეგებით ჰომოფობიური კანონის მიღებას უკრაინაში.
By signing this petition, you will show your protest against the homophobic bills of Ukraine.
You can further help this campaign by sponsoring it
The პეტიცია უკრაინის ჰომოფობიური კანონპროექტების წინააღმდეგ petition to everyone was written by ana and is in the category Human Rights at GoPetition.